II ტური:

 პროექტი;


მიზანი:
მოსწავლეებში შემოქმედებითობის, კომუნიკაციის, კვლევის, პრობლემის გადაჭრის, რაციონალიზაციის, მეტყველების, გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის  უნარის გამომუშავება; თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილების მიღება და მისი გამოყენება სასწავლო–შემოქმედებითი,  შემეცნებითი კუთხით.
პროექტი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:
·         პრობლემის სწორად შერჩევა.  აქტუალობა, ასაკთან შესაბამისობა;
·         კვლევის სიახლე;
·         მუშაობის ეტაპები: რამდენად შემოქმედებითია, რა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ხერხებია გამოყენებული;
·         წარმოდგენის ხერხები: სათქმელი სწორად, გასაგებად და ლაკონურად არის ჩამოყალიბებული, დროის ლიმიტი დაცულია;
·         პრეზენტატორი: მეტყველება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციები, წარმოდგების მანერა, შინაასის გასაგებობა, ეფექტი;
·         თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება: ჩართულია ვიდეო, აუდიო, ფოტო მასალა, გაფორმებულია პლაკატებით, ბანერებით და სხვა თვალსაჩინოებებით;
·         ეკონომიური ხარჯი: პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით, რაციონალურად;







პროექტში წარმოდგენილი თემები:



V –  მოზარდების ურთიერთობები;
VI – შიდა მიგრაცია;
VII – ქართული ენა და მასთან დაკავშირებული პრობლემები;
VIII – ეპიდემია;
IX – "მათ ჩვენგან მხოლოდ სითბო ჭირდებათ" (შეზღუდული  შესაძლებლობების თანატოლები) ;
X – ჩვენ ვირჩევთ პროფესიას;